პარტია „ახალის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია “ახალის” პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებას წინ უძღოდა ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.
დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.