საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს: ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა მის საქმიანობაში,- წერია პარტია “ახალის” განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიგვაჩნია, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია.
,,ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა, რისი ნიშნებიც ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან ვიხილეთ, დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევის მაგალითია.
სახელმწიფო და ეკლესია გადაწყვეტილებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ. ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ამ გამიჯვნის მკაცრი დაცვა და განმტკიცება იქნება”,- წერია პარტია “ახალის” განცხადებაში.

















