ფართომასშტაბიანი ამნისტია მძღოლებისთვის – რა საფრთხეები არსებობს?!

“ქართული ოცნების” გააწყვეტილებას, 1 იანვრიდან მართვის მოწმობები აღუდგინოს იმ პირებს, ვისაც დოკუმენტი ალკოჰოლური თრობის ან ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების გამო ჩამოერთვათ, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება “ოცნებამ” საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა შემდგომ ამ ადამიანების ხმა არჩევნებში თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

არითმეტიკულად აჯამებენ რამდენი ხმა შეუძლიათ, აიღონ თვითონ. ამიტომ არის ასევე ის რეესტრის შექმნა, რომლითაც ყველა ნარკოდამოკიდებულს და ალკოჰოლდამოკიდებულს მოათავსებენ შიგნით, რომ დააძალონ ხმის მიცემა. ეს ამნისტიაც, ეს დაუსჯელობის შეთავაზებაც სწორედ ამისთვის არის მოგონილი, – ამბობს ანა დოლიძე.

ენმ-ს წევრი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა, აღნიშნული გადაწყვეტლება კი ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

სიკვდილიანობის და მძიმე დაზიანებების მიღება ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველო ევროპის მასშტაბით არის პირველ ადგილზე. არათუ პირველ ადგილზე, არამედ სამჯერ მეტია ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოებთან შედარებით ევროკავშირის მასშტაბით, – ამბობს ვასილ ურუშაძე.

საფრთხეებზე საუბრობს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც.

ეს ჩვეულებრივი იარაღია. ჩავთვალოთ, რომ თრობაში მყოფი მძღოლი საჭესთან ნიშნავს, რომ იგივე თრობაში მყოფი გამოვარდეს ქუჩაში და იქნევდეს იარაღს. არაფერი განსხვავება არ არის. იგივენაირად შეიძლება, შემთხვევიტ ვიღაცას დაუმიზნოს და გამოკრას და დაღუპოს ვირაცა და ასევე საჭესთან შეიძლება, აბსოლუტურად არაადეკვატური მოქმედება ჩაიდინოს და დაღუპოს ვიღაცა, – ამბობს მელუდ მელაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას – პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.

banner
წინა სტატიაში“საპატრიარქო ყარს” – მეუფე პეტრე ერს საეკლესიო კრების მოწვევის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს განცხადება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმსახურების შეჩერებაზე