ფაროსანას გამო რუსეთი აფხაზეთიდან ხილ-ბოსტნეულის შეტანას აკრძალავს

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახური 12 მარტიდან აფხაზეთიდან რუსეთში ყველა სახის ხილ-ბოსტნეულის გატანას აკრძალავს აზიური ფაროსანას რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრის პრევენციის გამო.

“ხელბარგის საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლისას აღმოჩენილ იქნა ფაროსანა (Halyomorpha halya Stal.), რომელიც ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში საკარანტინო ობიექტების ჩამონათვალშია”-იუწყება რუსული პრესა

ფაროსანა აღმოჩენილია ნოვოსიბირსკსა და სოჭში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას იორდანიის სამეფოს წარმომადგენლები ესტუმრნენ