ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია

pills isolated on white background

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა.  კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ამოღება მოხდა.

რაც შეეხება დარღვევებს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ძირითადი მიზეზი სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა გახდა, რაც 42 შემთხვევაში დაფიქსირდა. ამასთან, ჩამორთმევის ყველაზე ხშირი მიზეზი ვადები და შენახვის წესების დარღვევაც იყო. კერძოდ, საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული საშუალებები 38 შემთხვევაში ვადაგასული იყო, ასევე 38 შემთხვევაში კი შენახვის წესის დარღვევა დაფიქსირდა.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, განხორციეულდა  ასეულობით მედიკამენტს შორის ისეთი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამორთმევა ,როგორიც არის დიაზეპამი, ფენაზეპამი, ლორაფენი, კლონაზეპამი, სომნოგამა, რელანიუმი, ბაკლოფენი, ციკლოდოლი, გლუფერალი, მუკალტინის სიროფი, ტაზეპამი, კორსიზი, კორვალოლ C და ა.შ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქობულია – ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ეკონომიკისთვის უსაფრთხოების ბალიში შევქმნათ
შემდეგი სტატიამინისტრი სერგეი შამბას განცხადებაზე-დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, ჩვენი პასუხი გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა