პარლამენტთნ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, მალხაზ მაჩალილაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

აქციას შეუერთდა გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: სისტემა ყარს, FREE ZAZA, შემდეგი იქნები შენ და ა.შ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება როგორც ზაზა სარალიძესთან ერთად, ისე მის გარეშეც. მანვე საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში„კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას“
შემდეგი სტატიამოქალაქეთა ჯგუფი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვით მივიდა