პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყეს – მოშიმშილეებს შორის არიან გედევან ფოფხაძე და დარეჯან ცხვიტარია.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ერთადერთი ფორმა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, რეჟიმს პროტესტის უფრო რადიკალური ფორმა უნდა დაუპირისპირონ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საჭიროა შიმშილობით პროტესტის ახალი კერის გაჩენა.

„შეიქმნა ისეთი რეალობა, როდესაც პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად იჭერენ. ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ, ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს არის პროტესტის ახალი ფორმა. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და პოლიტპატიმრები, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შიმშილობით უნდა მოვახდინოთ პროტესტის ახალი კერის გაჩენა. რასაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო აკეთებს, ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ეფექტური. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ადეკვატურია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ შექმნა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: “ოცნება” ყველა იმ პარტიას კრძალავს, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევს
შემდეგი სტატიაკოალიცია ცვლილებისთვის: დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი