პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ინციდენტი მოხდა. მოქალაქეების განცხადებით, მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელიც აგრესიულად მოიქცა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ტვ პირველის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ აღნიშნული პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა ადგილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებსაც.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ უცნობ პირს ხელბორკილები დაადო და ტერიტორიიდან განარიდა. ამ დროისთვის ზუსტად უცნობია, პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს ადგილს.















