21.4 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტთან მივიდნენ: „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და მოქალაქეები.

ოპოზიციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ხმის გამაძლიერებლებს მიიტანენ პარლამენტის შენობასთან და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიისტორიული გმირების სახელებით რეიტინგის გადარჩენის მცდელობის ჩავარდნა და მძიმე უკურეაქცია “ოცნებას”
შემდეგი სტატიაგიგა ლემონჯავა: დღეს ვიწყებთ თანხის შეგროვებას პოლიტპატიმრების ოჯახების დასახმარებლად