6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზა „მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებით“ დაბომბა
შემდეგი სტატიაარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ