პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდანთავისუფლების მოედნამდე გადაიკეტა.

ამ დროისთვის პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობა დაიწყეს.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილი – „ევროპულმა საქართველომ“ 600-ზე მეტი საჩივარი შეიტანა ყველა დონეზე, აქედან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი
შემდეგი სტატიახოშტარია: ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა