პარლამენტთან მოშიმშილეების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – დავით ჭელიძე ჰოსპიტალიზებულია

პარლამენტის წინ მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დავით ჭელიძე ჰოსპიტალიზებულია. მომიტინგე, რომელიც ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მთელი თვე შიმშილობდა, ექიმებმა სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს. რუსთაველზე დარჩენილების ნაწილი კი იმდენად მძიმედ არის, რომ უკვე მეტყველებაც უჭირთ.

მოშიმშილეები ყვებიან, რომ როდესაც ჭელიძის დგომარეობის გამო, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიადა გამოიძახეს, მათ მისვლა 40 წუთით დააგვიანეს.

“გუშინ ერთ-ერთი მოშიმშილე გაგვიგხდა ცუდად, დათო ჭელიძე. ძალიან ცუდად იყო, ძლივს გამოვიყვანე მე პირადად, სანამ სასწრაფო მოვიდოდა. 40 წუთი მოუნდნენ, ვეუბნებით, რომ ადამიანს გული აქვს ცუდად და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია…ასე მუშაობენ ესენი. იქიდან შემომითვალა გუშინ, რომ არც გამიბედოს ვინმემ, რომ შიმშილობა შევწყვიტოო და მე, მაგალითად, ტელევიზიითაც ვთხოვ, რომ არ იშიმშილოს. გულის იშემიის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ჩვენ გვინდა, ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ და ამიტომაც ვწირავთ თავს და მე მაგალითად, სანამ სული მიდგას პირში, აქედან არ წავალ. სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული, არ წავალ. მე უბრალოდ, უფლება არ მაქვს, რომ ამდენი პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი, უდანაშაულო ხალხი სხედან ციხეში, რომ მე ეს შიმშილობა შევწყვიტო. ყველას მივმართავ ტელევიზიით, ნუ მოვლენ ჩემთან იმის სათქმელად, რომ მივატოვო შიმშილობა. სიტყვა ვთქვი და ვიბრძოლებ, სანამ სული მიდგას პირში”, – ამბობს დარენ ცხვიტარია.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტები ყოველ შაბათს მსვლელობას და საინფორმაციო აქციებს აანონსებენ
შემდეგი სტატიაუკრაინული დაზვერვის ცნობებთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელებს