პარლამენტში გია ჟორჟოლიანიც არ შეუშვეს

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2019 11:30

პარლამენტში გია ჟორჟოლიანიც არ შეუშვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში კიდევ ერთი უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. გია ჟორჟოლიანი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ავტომანქანით გაიყვანეს.

news
ავტ.: news ნოემბერი 18, 2019 11:30