პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილე თამაზ მეჭიაურს ხელის გაარტყმაში ადანაშაულებს

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც შენობასთან დეპუტატი თამაზ მეჭიაური მივიდა. მძღოლებმა დაიწყეს სტვენა და გაწევ-გამოწევა. ერთერთი მძღოლი ამტკიცებს, რომ მას დეუპტატმა ხელი გაარტა, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს.

აქცია მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. პარლამენტი სწორედ დღეს განიხილავს საგზაო მოძრაობის წესებში შესატან ცვლილებებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება
შემდეგი სტატია“რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა