პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხუთი პირი დააკავეს

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „მოძრაობა საქართველოს“ ხუთი წარმომადგენელი დააკავეს, აქციის მონაწილეები 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს. მათივე თქმით, მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი და გაშალონ კარავი, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხლა-შემოხვალაც იყო პარლამენტთან. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, იურისტები, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, „მოძრაობა სირცხვილიას“ წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი – სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძეს ჯილდო და ფულადი დახმარება გადასცეს