პარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი

საქართველოს პარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა. მცირე ინციდენტი მოხდა ტაქსის მძღოლების ნაწილსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის. მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

„ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს. ისინი „ვაგზლის მოედნიდან“ პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის პოლიციელები მანქანებისგან საავტომობილო გზას ათავისუფლებენ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ქობულეთში ვიწყებთ ნახევარ მილიარდიანი პროექტს, რომელიც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებაზე უარესია – ჩხეიძე