პარლამენტთან კარვის გაშლის კიდევ ერთ მცდელობას მორიგი ინციდენტი მოჰყვა

პარლამენტის შენობასთან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები ამჯერადაც კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ ისევ არ მისცა. ამ ფაქტს მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

„თუ ესენი ადამიანები არიან, ასწიონ ჩემზე ხელი და გავცემ პასუხს. ეს ხომ მთავრობა არ არის, ესენი ერთი მეორეზე მეტად ნაძირლები და არაადამიანები არიან“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები დღის პირველ ნახევარშიც ცდილობდნენ აქციის ტერიტორიაზე კარვის გაშლას, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა

banner
წინა სტატიაშიგურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია
შემდეგი სტატიანათელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს