პარლამენტთან გაშლილ კარვებზე ვარდები გამოფინეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებზე ვარდები გამოფინეს. საპროტესტო აქციის მონაწილის, სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერის თქმით, მისთვის უცნობია, ვინ მიიტანა ვარდები და რატომ.

ვარდები საქართველოში 2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის სიმბოლოა. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ 2003 წელს დაწყებული საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციას აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა