პარლამენტთან გამართული აქციის დროს პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა

პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი.

„ჩემი ახლობელი იყო, ძმაო, ერთ-ერთი დაღუპული! რა ვუყო, ვის მოვთხოვო პასუხი?! ვინ ხართ საერთოდ თქვენ?!“ – ეს განცხადება პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა.

პარლამენტის წინ მოქალაქეები ტყიბულში, მინდელის მაღაროში 4 მეშახტის დაღუპვას აპროტესტებენ. აქცია აუდიტორია 115-ის ორგანიზებით იმართება, მონაწილეები შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.

მათი თქმით, თუ არ შეიქმნა ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს
შემდეგი სტატიატაიპ ერდორანის შვილი ასპარეზზე გამოდის და დასავლეთს აკრიტიკებს