პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან

პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია 2 პირი: ნ.კ. და გ.ფ. დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელა
შემდეგი სტატია“როდესაც გვაქვს დასაბუთებრლი ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები,წესრიგს ვიცავთ”