13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პარლამენტთან ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები ადგილზე მარკერებით მივიდნენ. პარლამენტთან მოიტანეს თბილისის მერის, კახა კალაძის ბანერიც, რომელიც მისი საარჩევნო ბანერის მსგავსია. ბანერზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ფოტო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
შემდეგი სტატიაგამოკითხვების თანახმად, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდისა და ირანთან ომის ფონზე, ტრამპის რეიტინგი დაეცა