პარლამენტთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

“ქალთა მოძრაობის” ორგანიზიზებით, პარლამენტთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებას ქალების შანტაჟზე მკაფიო რეაგირება უნდა ჰქონდეს.

აქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია, მოძრაობა „სირცხვილია“ და „ლელოს“ წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეკა ბესელია სისტემის მსხვერპლია და პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა ფასეულობების სხვაობის მიუხედავად, მის მიმართ ყველა სოლიდალური უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას
შემდეგი სტატია“ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის მთავარი პრობლემაა ისაა, რომ საზოგადოება ამის შესახებ რუსეთისგან იგებს” – დავით ბაქრაძე