პარლამენტთან დაკავებულ „სირცხვილიას“ აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

“რუსთაველის გამზირზე”, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირიდან ერთ-ერთს ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისსფ – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადამწყვეტი ზომები მიიღო
შემდეგი სტატია„საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის“- გერმანიის ელჩი საქართველოში