პარლამენტთან და კანცელარიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 11:47

პარლამენტთან და კანცელარიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული

საქართველოს პარალამენტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები შენობის შიდა ეზოში, ავტობუსებში არიან განლაგებული.

შსს-ს თანამშრომლები მობილიზებულნი არიან მთავრობის კანცელარიასთანაც. მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობა.

მასშტაბური აქცია “ყველა, მინუს ერთი, ბიძინა უნდა წავიდეს” პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა.

აქციის მოთხოვნა ე.წ. “გერმანული მოდელით” ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 11:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics