პარლამენტთან აქციის მონაწილეები “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალებას აპროტესტებენ

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მმართველ გუნდს გადადგომისკენ მოუწოდებენ

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

banner
წინა სტატიაში“მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და რასაც მოჰყვა ტრაგედია, ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს”
შემდეგი სტატიაწარწერა “მკვლელებო” აჭარის მთავრობის სახლთან- ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს