პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 10 მაისს გაიმართება

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული სამი ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აქედან ორი პირი რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენელია, ხოლო მესამე – აქციის მონაწილე.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა, განაცხადა, სამივე პირს ბრალად ედება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი 10 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირების დროს სამი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
მათი თქმით, თუ არ შეიქმნა ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა
შემდეგი სტატიასამაშველო ოპერაცია დასრულდა – ოთხივე მეშახტე დაღუპულია