11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

პარლამენტთან აქციაზე აფგან სადიგოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, გააპროტესტეს სადიგოვის გაძძევება აზერბაიჯანში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი საბა ინწკირველი: მხარს დავუჭერ, იმას ვისაც სინოდი გამოარჩევს, ჩვენი მოვალეობაა, რომ დავემორჩილოთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, „ულტიმატუმების ენა შეწყვიტოს“