პარლამენტთან აქცია 12 ივლისს 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეიდან ისინი იქნებიან ყველგან, სადაც მთავრობის წევრები დააპირებენ გამოსვლას.

“ყველგან დახვდება მათ ჩვენი დესანტი. ყველგან დაუსტვენს, გაახსენებს, რომ უპასუხისმგებლო მშიშარა და უთავმოყვარეო მინისტრია. მას არ შერჩა პოლიტიკური და ადამიანური რესურსი”,-აცხადებდნენ რუსთაველზე სიტყვით გამომსვლელები.

დღეს აქციის მონაწილეებს სცენიდან აქციის ორგანიზატორები მიმართავდნენ. რუსთაველზე შეკრებილებმა შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუსაც მოუსმინეს. პარალელურად, ორგანიზატორების მიერ გიორგი გახარიას განცხადებების შეფასებები კეთდებოდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შს მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს. აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან 12 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : დღეს ჩვენ ვიხილეთ სიძულვილით, ტყუილებით, უპასუხისმგებლობით, შიშით სავსე, პოლიტიკურად გარდაცვლილი შს მინისტრი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: “ზუსტად იგივე ტონალობაში მეუბნებოდით ხორავას ტრაგედიაზე და ყოველთვის გპირდებოდით, რომ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან”