პარლამენტთან 18 წლის მაკო გომურის ვიდეო მიმართვა აჩვენეს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა

პარლამენტთან 18 წლის მაკო გომურის ვიდეო მიმართვა აჩვენეს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

ის აქციის მონაწილეებს ამხნევებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ აქტივისტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უერთდება. დასაწყისში მან აღნიშნა, რომ გარკვეული ჯგუფები და ადამიანები მას შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ წერილებს წერენ. „თუ ვინმე დღეს ჩვენზე ამბობს ცუდს ვერ ხედავს სინამდვილეს“,- პასუხობს მაკო გომური.

„ჩემთვის თქვენ ხართ გმირები რადგან არ ნებდებით არც ერთი წუთით. მჯერა იმის რისთვისაც დგახართ. დგახართ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც მოხდა 20 ივნისს და არ უნდა მომხდარიყო. ვინც დავშავდით მინდა, რომ ვიყოთ ბოლო. ძალიან მინდა თქვენთან და მიჭირს, რომ თქვენს გვერდით ვერ ვდგავარ. მეტირება, რადგან ასეთ თანადგომას თუ დავინახავდი არ მეგონა. მინდა, რომ თავისუფალ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად“,- ამბობს მაკო გომური მიმართვაში.

 

https://www.facebook.com/TeamForFreedom/videos/1290993127733419/?t=0

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს
შემდეგი სტატიაიგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ფორუმში