პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ზარქუამ უნდა შეცვალოს.

ირაკლი ზარქუა ამჟამად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 51-ე ნომერია.

როგორც ზარქუამ, “თაიმერთან” კომენტირებისას განმარტა, ის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მმართველ გუნდთან გადის.

ამასთან, სიის მიხედვით, პარლამენტში გასულ კვირას შოთა შალელაშვილი ლევან მგალობლიშვილმა შეცვალა.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“არათუ მანდატს დავტოვებ, არც კი გადავხედავ ამ საკითხს, რომ არ ვაპირებდი იმასაც გავაკეთებ ,ეს არის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს, მინდა ვუთხრა, მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს