პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა გრძელდება​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა და აზრთა გაცვლა გაგრძელდა.

გამართული დისკუსიის შეჯამებისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმსჯელოს ყველა გამოთქმულ მოსაზრებაზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის საბჭოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, გამოთქმულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებზე იმსჯელებს უმრავლესობა, რის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა
შემდეგი სტატიაშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა