პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეოთხე დღეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი მიმდინარეობს.

დღეს კომიტეტი რიგით მეშვიდე და მერვე კანდიდატებს – ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენს.

კანდიდატებთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და ხვალ, 10 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიხაშმში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, მისი არასრულწლოვანი ძმა კი ამხილეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა და სოლიდარობა