პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ეკა ზარნაძისა და ლევან თევზაძის მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

დღეს კომიტეტი ორ კანდიდატს, ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს უსმენს.

თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, პარლამენტის რეგლამენტის 111- მუხლის მიხედვით, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე აქვთ აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 887, იმერეთში – 130, ქვემო ქართლში – 84