პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ისინი გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

„ეს პროცესი გვაჩვენებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა მოსამართლეთა შერჩევის კუთხით, რომ უდიდესი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. რაც შეეხება დღევანდელ შეკითხვას – რატომ არის საქართველოში სასამართლო სისტემა დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, არაფორმალურ მმართველობაზე, რატომ იყო ყოველთვის სასამართლო სისტემა ასეთი მორჩილი და რა მექანიზმები უნდა დაინერგოს, რომ მომავალში სასამართლო გათავისუფლდეს სხვადასხვა ფორმის ზემოქმედებისაგან. მათ შორის, არის თუ არა თავად მორჩილი მოსამართლე” – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის​ უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაკოფი: ამერიკა ნატოს წევრია, მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს