პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 14:28

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან კინოდარბაზში გადაინაცვლეს.

უმრავლესობის დახურული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და მის ინიცირებულ კანონპროექტში ასახვასთან დაკავშირებით იმართება.

უმრავლესობის სხდომაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად უნდა განეხილათ, 15:00 საათამდე გადაიდო.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 14:28

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,477
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics