პარლამენტში “უბლოკო სტატუსის” შესახებ ინიციატივას განიხილავენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტისადმი მიმართვას განიხილავენ.

საქმე ეხება ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

აღნიშნული ინიციატივის შეფასებისას, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, დაემატოს ფრაზა: “დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

პარლამენტი თავმჯდომარის წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე, 76 დეპუტატის ხელმოწერა ჭირდება.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მიმავალ სატვირთო მანქანაში 141 კგ ჰეორინი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : “ბედუკაძის პარტიას უნდა გაუუქმდეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია”