პარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმეზე კობა გვენეტაძეს საჭიროების შემთხვევაში, რეგლამენტის შესაბამისად მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს საჭიროების შემთხვევაში რეგლამენტის შესაბამისად მოუსმენენ.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, 4 მარტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმენენ. მისი თქმით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიციები გამოხატონ.

„ფორმატი ყველანაირად გახსნილი იქნება, რომ თქვან ის, რაც აქვთ სათქმელი. მათ სურვილი არ გამოუთქვამთ, რომ მოსმენა ეროვნულ ბანკთან ერთად მოხდეს. შეთქმულების თეორიას ვერ ავყვები, რადგან ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივ განცხადებას ვეყრდნობი, სადაც აღნიშნულია, რომ პრობლემა მოგვარებულია, კონფლიქტი გადაწყვეტილია, ბანკმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს. „თიბისი ბანკი“ საფინანსო სისტემაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მისმა აქციონერებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტეს. თუ საჭირო გახდება, შეგვიძლია, გვენეტაძეს დავუკავშირდეთ, რომელსაც სხდომაზე ხშირად ვიწვევთ. უნდა განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა მისი მოსვლა. კომერციულ ბანკზე საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია და მესამე მხარისთვის დახურული. რამდენად საჭიროა, რომ კომერციული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები ამ ფორმატებში იყოს განხილული, ეს სამსჯელოა“, – განაცხადა კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ მამალაძეს წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკაოდ რთულ მდგომარეობაშია – მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისში – ფონიჭალაში სამართალდამცავების მობილიზებაა