პარლამენტში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება

პარლამენტში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნინო იობაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

„აქ არის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქალბატონი თეა წულუკიანის ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პროპორციული სიის თანახმად, ქალბატონი ნინო იობაშვილი განიხილება უკვე მის ადგილმონაცვლედ. შესაბამისად, პარლამნეტმა უნდა ცნოს ნინო იობაშვილის უფლებამოსილება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლესთან დაკავშირებულ დადგენილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიიოსელიანი – ქართველებს სტუმართმოყვარეობა სიბრიყვეში არ უნდა გადაგვივიდეს
შემდეგი სტატიაწერეთელი – ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ყველაფერი დააბრალოს სხვას