პარლამენტში შს მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს მოუსმენენ.

დეპუტატებს შალვა ხუციშვილი „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას გააცნობს, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული საკითხის გარდა, მინისტრის მოადგილე კანონმდელებს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს წარუდგენს, რომლის მიხედვით, გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები იცვლება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისთვის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია – კვირიკაშვილი
შემდეგი სტატიამთავრობას მოვუწოდეთ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს -ბრიჯიტ ბრინკი