პარლამენტში შეჭრის შემდეგ, მუხტი რეგიონებშიც გავრცელდებოდა – ვოლსკი 20 ივნისის აქციებზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპოზიციას 20 ივნისის ღამეს უკვე ჰქონდა ხელისუფლების დამხობის გეგმა შემუშავებული.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, რომ ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში შეჭრასა და მის დაკავებას ცდილობდა.

ამის შემდეგ კი მისი მტკიცებით, რევოლუციური სცენარით მოქმედება საქართველოს რეგიონებში განვითარდებოდა, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობას გამოიწვევდა.

თუმცა „რუსთავი2“-ის კითხვაზე, საიდან ჰქონდა დეპუტატს მსგავსი ინფორმაციის მტკიცების საფუძველი, ვოლსკი ამბობს, რომ ეს კითხვა უარგუმენტო და უსუსურია

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ტრაგიკომედიაა,რომ მომიტინგეთა პოლიტ-ბრალმდებლად გამოდის დეპუტატი ვოლსკი, თბილისში ნარკოტიზმის ცნობილი მამამთავარი
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი: მე და ჩემი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს