პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა გადაიდო

პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრები უნდა აერჩიათ, თუმცა კენჭისყრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოთხოვნით გადაიდო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს საპროკურორო საბჭოს კანდიდატები რევაზ მიქაბერიძე და თეა ხამხაძე წარუდგინა და ის პროცედურები გააცნო, რაც მათ პარლამენტში გაიარეს. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას კენჭისყრის გადადება მოითხოვა.

„ამ ცხელი დღეების გამო და ოპოზიციის მავნებლობის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, იცით, რომ ვერ მოესწრო დეტალურად გავლა ამ კანდიდატების. აქედან გამომდინარე, მე მაქვს პასუხისმგებლობა, რომ უმრავლესობის წევრებს გავაცნოთ ამ კანდიდატების ვინაობის შესახებ და გარკვეული კონსულტაციები დამატებით გავიაროთ. ამიტომ დღეს კენჭისყრა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. გადავდოთ კენჭისყრა. ჩვენ მოგვიწევს რიგგარეშე სასესიო კვირაში სხვადასხვა საკითხის გავლა და კენჭისყრები და გთავაზობთ, ამ კვირაში ვუყაროთ კანდიდატებს კენჭი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის მიერ კონკურსი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაში“ყველა კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარდება”
შემდეგი სტატია“2020 წელს არჩევნებს შერეული სისტემით ვატარებთ და მნიშვნელოვანია, რომ პარტიები მოემზადონ”