პარლამენტში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებისა და დათა ვანიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 7 აპრილს ენგურის გავლით საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წუთიერი დუმილით ასევე პატივი მიაგეს დათა ვანაშვილის ხსოვნას.

„გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 7 აპრილს ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულები თამუნა ცატავა, თამაზ ბასლანძე, მაყვალა გამისონია და ელგუჯა გვალია, ასევე დათა ვანიშვილის ხსოვნას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ დარაზმულები ვიყოთ, ამის მაგივრად რუსეთს ძალიან დიდ საჩუქარს ვუკეთებთ
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო