პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივას სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ჯგუფის მიზანია მოამზადოს დოკუმენტაცია „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით სამეცნიერო წრეებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ანალოგიური წარმატებული გამოცდილება კომიტეტს უკვე აქვს ხორბლისა და პურის ცხობის ტრადიციის ნომინაციაზე მუშაობისას.
„იმედი გვაქვს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის განმავლობაში შევძლებთ იუნესკოზე კიდევ ერთი ქართული კულტურის ტრადიციის აღიარებას, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლის,“ — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.















