პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ

ამ წუთებში პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ. ამ თემით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა.

„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ევროპის საბჭოს ქვეყნებისგან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეm, ზვიად ძიძიგურმა.

კომიტეტის სხდომას დევნილთა მინისტრიც ესწრება.

„მთავარი პრობლემა რაც გვაქვს არის 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობასაც დღემდე არ აქვს საცხოვრებელი და ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩასვლას და ე.წ. სასაზღვრო ზოლის და წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულებას გეგმავენ.

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ბუქარესტის კონფერენციაში მონაწილეობს