29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უსმენენ

პარლამენტში ლევან იოსელიანის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ. იოსელიანი მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის და დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აცნობს.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. მოხსენებისას ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

ამასთან, ისაუბრა, რომ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია. ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე დარახველიძე: შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია