პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო.

ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ, რადგან “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა და შესაბამისად, ლომჯარიას დღევანდელ სესიაზე მოსმენა ვერ ესწრება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს მოუსმინოს პარლამენტმა მანამ, სანამ აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსმენა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძენს და არ ექნება არანაირი ეფექტი. მე დღეს პარლამეტში 12:00 საათზე გამოვცხადდი. მთელი დღის განმალვობაში სხდომათა დარბაზში ვიჯექი და ველოდი, რომ შესაძლოა რამე შეცვლილიყო, თუმცა სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და ლოგიკურად ვეღარ მოესწრო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლე, რომელიც დირექტორის ძალადობაზე საუბრობდა ბანგლადეშში, სკოლის სახურავზე დაწვეს
შემდეგი სტატიაუნგრეთის პრემიერი პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების მითვისებას სთავაზობდა – პოლონელი პოლიტიკოსი