“პარლამენტში როდის შევალ არ ვიცი, მანდატს არ ჩავაბარებ”: “პატრიოტების” მე-4 ნომერი

პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ პარტიის “ბრძოლის ფორმას” არ ეთანხმება. კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში, პასუხობს, რომ როდის შევა არ იცის, თუმცა მანდატზე უარი არ უთქვამს და თქმას არ აპირებს.

“მე ვარ და ვრჩები პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია. და არც ჩავაბარებ.

მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით, ყველას თავისი აზრი აქვს”. – ამბობს ენუქიძე რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკარტოგრაფების საქმე, ივანიშვილის რეჟიმის უდაბლესი და სამარცხვინო სტანდარტებითაც კი გამორჩეულად სამარცხვინოა-ბოკერია
შემდეგი სტატიაკობახიძე: „ქართული ოცნება“ მზად არის საუბრისთვის