პარლამენტი რიგგარეშე სხდომას ხვალ, 13:00 საათზე გამართავს – შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
არლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს.
“პრეზიდენტს წარვუდგინეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რაზეც პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ შევიკრიბოთ საკუთარი ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი საკითხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.