პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები ესწრებიან.

მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.

მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გაუჩინარებული ჯარისკაცი იპოვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს