29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პარლამენტში ქართული მთის ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი იქმნება

„ქართული ოცნება“ პარლამენტში ქართული მთის ლუდის ტრადიციების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს შექმნის. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გელა სამხარაულმა განაცხადა.

დეპუტატმა სხდომაზე იმ საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ქართული მთის ლუდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების პერსპექტივასა და ამ მიმართულებით სპეციალური კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას შეეხება.

როგორც სამხარაულმა აღნიშნა, ჯგუფის მიზანი მთაში ლუდის ხარშვის უნიკალური, საუკუნოვანი ტრადიციების შესწავლა, შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია იქნება.

banner
წინა სტატიაშიპეტერ ფიშერი: საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებს არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ამას მოსახლეობას ვერ უბნებიან
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე შენიღბულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება: სასამართლომ უცხოელებს 10 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა